ირლანდიის მთავრობის საერთაშორისო სტიპენდიები

ირლანდიის მთავრობა 2019-2020 აკადემიური წლისთვის გამოყოფს საერთაშორისო სტიპენდიებს, რაც გულისხმობს ირლანდიურ უნივერსიტეტებში უცხოელი, მათ შორის ქართველი სტუდენტებისთვის ერთწლიანი დაფინანსების შესაძლებლობას. კერძოდ, დაფინანსებისთვის შესაფერისი კანდიდატურები არიან: – ბაკალავრიატის დამამთავრებელი წლის სტუდენტები; – მაგისტრატურის სტუდენტები; – კვლევითი პროგრამების მონაწილეები.

იხილეთ სააპლიკაციო განაცხადი: https://drive.google.com/file/d/1nvwIUdSrIDcpyscOM8u9OyFgmHaofr06/view?usp=sharing

ბმული:https://webportalapp.com/sp/login/heagrantapplication) წარდგენის ვადა იწურება მიმდინარე წლის 29 მარტს.

-LXPAYqib7V1bwoR0B_i

ჰინდის შესწავლის მსურველთათვის

study-guides-study-in-india

ინდოეთის მთავრობის სტიპენდიები ჰინდის შესწავლის მსურველთათვის

ინდოეთის მხარე 2019-2020 აკადემიური წლისთვის ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფს სტიპენდიებს ჰინდის შესწავლის მსურველთათვის.

დაინტერესებულ პირთათვის დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დანართში და მითითებულ ვებ–გვერდზე.

ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოში კანდიდატურათა წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი.

ჩეხეთის სტიპენდიების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2019- 2020 სასწავლო წლისთვის

 

czech-republic-1024x642ჩეხეთის სახელმწიფოს სტიპენდიის პროგრამამ 2019-2020 სასწავლო წლისთვის გამოყო სტიპენდიები სასწავლო და კვლევითი გაცვლითი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სლავისტიკის საზაფხულო სკოლების სტიპენდიებზე განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 15 მარტის, ხოლო სხვა დანარჩენ პროგრამებზე 19 აპრილის ჩათვლით.

 

უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

study_in_hungary_smallგაგაცნობთ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი სტიპენდიების შესახებ.

აღნიშნული სტიპენდიები განკუთვნილია უნგრეთში სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებულ აკადემიურ ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის სამაგისტრო (MSc) ხარისხის მოსაპოვებლად.

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა სრულ დოსიესთან ერთად უნდა გადაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: REU-scholarship@fao.org; განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების პროგრამისა და განცხადების შეტანის პროცედურების შესახებ შესაძლებელია იხილოთ დანართში.

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.

სწავლა თურქეთში

სწავლა თურქეთში

თურქეთის რესპუბლიკის საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე თემთა ორგანიზაციის მიერ ყოველწლიურად გამოიყოფა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები. პროგრამა „თურქეთის სტიპენდიებზე“ სტუდენტების რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 15 იანვრიდან 20 თებერვლამდე.

აღნიშნულ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტერნეტ გვერდზე: www.trscholarships.org

1

 

ადელაიდეს უნივერსიტეტის სტიპენდია

3ავსტრალიის ადელაიდეს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურს 2019 წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

უნივერსიტეტის გასაცნობათ იხ. ბმული: http://www.adelaide.edu.au

სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობათ გახსენით ბმული:

http://mentorks.net/2018/11/12/university-adelaide-international-undergraduate-scholarship-australia-2019/?fbclid=IwAR24IEJSYaw75OQXoqhFoomXsDT58oGdPnlpIvYhjT1vN7trcMnQ2Y2DV4Q

ავსტრალიის მთავრობის სტიპენდია

Scholarshipავსტრალიის განათლებისა და პროფესიული განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტი სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს, დამწყებ ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას სწავლების, კვლევებისა და კონკრეტულ სფეროში პროფესიული განვითარების გზით.

Endeavour-ის მართვის პროგრამა წარმოადგენს ხანმოკლე და გრძელვადიან სწავლებას, კვლევისა და პროფესიული განვითარების კურსს, რომლის ხარჯებს ფარავს ავსტრალიის მთავრობა.

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი, 2018

დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:

https://internationaleducation.gov.au/Endeavour%20program/Scholarships-and-Fellowships/Applications/Pages/Applications.aspx

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2019-2020 სასწავლო წლისთვის

resize__948_948_1_16341737a1553837b5c45c94c389dddb_international-programmes-948-hue

მოკლევადიანი კურსები:

გერმანული ენის საზაფხულო კურსი გერმანიის უნივერსიტეტებში;

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01.12.2018

სტუდენტური ჯგუფის ვიზიტი გერმანიაში; 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 1 თებერვალი, 1 მაისი, 1 ნოემბერი

სამაგისტრო სტიპენდიები:

სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობისთვის;

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 01.11.2018

კვლევითი სტიპენდიები:

მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია (1-6 თვე);

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 15.11.2018

ერთწლიანი კვლევითი სტიპენდია; 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 15.11.2018

სადოქტორო ხარისხის მოპოვება გერმანიაში; (3-4 წელი);

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 15.11.2018

კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის; (1-3 თვე);

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 15.11.2018

განმეორებითი მოწვევა ყოფილი სტიპენდიატებისთვის; (1-3 თვე);

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 15.11.2018

რუსთაველი-DAAD-ს ერთობლივი კვლევითი სტიპენდიები; (1- 6 თვე);

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა  2019 წლის მარტი
დამატებითი ინფორმაცია:

DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი

მისამართი: ზანდუკელის ქ. 16, გოეთეს ინსტიტუტის პირველი სართული

მიღების საათები: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი: 14:00 -18:00

ელ-ფოსტა: info@daad.org.ge  ან  info2@daad.org.ge

ვებ-გვერდი: http://www.ic.daad.de/tbilissi

შვედური ინსტიტუტის პროგრამები

44840001_2384460728236498_7463557737629089792_nშვედეთის სამეფო ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სამთავრობო სააგენტოს „შვედური ინსტიტუტი“ სასტიპენდიო პროგრამას „ბალტიის ზღვის რეგიონის პროგრამა/ვისბის პროგრამა“ (Baltic Sea region Program/Visby Program). შვედეთი სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს წარმომადგენლებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზეც, ასევე ორსემესტრიან გაცვლით პროგრამებს. „შვედური ინსტიტუტი“ აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯებს. „ვისბის პროგრამის“ სტიპენდიებზე არ არის განსაზღვრული ქვოტები ცალკეულ ქვეყნებზე. სტუდენტთა განცხადებების განხილვა ხდება ინდივიდუალურად. ქართველი სტუდენტი, რომელსაც უკვე მიღებული აქვს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი შვედეთში, არ განიხილება სასტიპენდიო კანდიდატად. განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდებზე:

www.studyinsweden.se

https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-masters/

https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-phd-postdoc/ https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-exchange-students/

საერთაშორისო განათლების გამოფენა

საერთაშორისო განათლების გამოფენა

CollegeStudent-1024x10191

2018 წლის 27 ოქტომბერი

12:00 – 17:00

Holiday Inn Tbilisi, თბილისი, 26 მაისის მოედანი 1

გამოფენაზე წარმოდგენილნი იქნებიან უნივერსიტეტები, კოლეჯები და სკოლები გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან და ესპანეთიდან.

გამოფენაზე მიიღებთ ინფორმაციას სასკოლო აკადემიურ, საბაკალავრო, წინასაბაკალავრო, სამაგისტრო, წინასამაგისტრო პროგრამებზე.

გამოფენაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია:

https://www.academicabroad.ge/events/8?fbclid=IwAR1fBBSoksFW6zwBGnBvd1n9CZNeW2VssdWZp1MrHmMYqhFuCuk9dbZEzMI#contact

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან შედეგი უნივერსიტეტები:

ამერიკის შეერთებული შტატები:

  • American University
  • University of Vermont
  • Pace University
  • Northeastern University
  • New York Film Academy
  • Auburn University
  • Florida International University
  • Louisiana State University
  • Adelphi University
  • University of Ilinois Chicago
  • Long Island University Brooklyn / Post
  • The City College of New York
  • CATS College Boston
  • Oglethorpe University
  • University of James Madison
  • Roosvelt University
  • Western Washington University

კანადა:

  • Simon Fraser University
  • Royal Roads University
  • University of Manitoba

დიდი ბრიტანეთი:

  • University of St Andrews
  • University of Glasgow
  • Coventry University
  • University of Surrey
  • Lancaster University
  • Westminster University
  • Roehampton University
  • University of Bristol
  • Durham University
  • The University of Sheffield
  • University of Leeds
  • University of Leicester
  • University of Lincoln
  • University of Strathclyde
  • University of Sussex
  • University of Brighton
  • Northumbria University
  • Ulster University
  • University of Essex
  • Middlesex University
  • Solent University
  • Swansea University
  • Birmingham City University
  • University of Robert Gordon
  • Plymouth University
  • Brunel University

ესპანეთი:

  • EU Business School Barcelona
  • Geneva Business School
  • Les Roches Marbella

ნიდერლანდები:

  • University of Amsterdam
  • Rotterdam University of Applied Sciences
  • Hague University of Applied Sciences
  • Hanze University of Applied Sciences
  • Wittenborg University of Applied Sciences
  • Vrije Universiteit Amsterdam
  • Erasmus University Rotterdam

შვეიცარია:

  • GLION, Les Roches
  • Geneva Business School
  • Geneva International University
  • Eu Business School Montreux / Geneva

იტალია: 

  • NABA
  • DOMUS

გერმანია:

  • Jacobs Univeristy
  • EU Business School Munich
  • Geneva Business School

ავსტრალია: 

  • Blue Mountains International Hotel Management School
  • Charles Sturt University

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია.